Accessibility links

logo-print

როლანდ ახალაია არ აპირებს პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას


დეპუტატი როლანდ ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა. მისივე თქმით, ახალაია მზად არის ყველა შეკითხვას საჯაროდ უპასუხოს. მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პირადად დადებითადაა განწყობილი საჯარო დაკითხვისადმი, მაგრამ კანონი მსგავს პროცედურას არ იცნობს და მოწმის სტატუსით დაკითხვა მკაცრადაა გაწერილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. არჩილ კბილაშვილის განმარტებითვე, არცერთი თანამდებობა პირს არ ათავისუფლებს მოწმის მოვალეობის შესრულებისგან. მთავარი პროკურორის თქმით, თუ ბრალდების მხარე სამართლებრივი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრის გამოუცხადებლობა და ჩვენებაზე უარი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალიწინებული დევნის საფუძველია, იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს პარლამენტის თანხმობით მსგავსი დევნა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG