Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქურთული რეგიონი წყვეტს ბაღდადის გავლით ნავთობის ექსპორტს


ერაყის ქურთისტანი წყვეტს ნავთობის ექსპორტს ბაღდადის გავლით, განაცხადა ქურთული ავტონომიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ცნობით, შეწყვეტის მიზეზი უთანხმოებაა ავტნომიასა და ცენტრს შორის გადაუხდელი თანხების გამო. 2003 წელს აშშ-ის მეთაურობით ერაყში განხორციელებული სამხედრო შეჭრის შემდეგ ქურთულმა რეგიონმა უშუალო შეთანხმებები გააფორმა უცხოურ კომპანიებთან. ბაღდადი თვლის, რომ ავტონომიას ამის უფლება არ აქვს. 2011 წელს მიღწეული იყო შეთანხმება, რომ ნავთობის ექსპორტი ბაღდადის გავლით მოხდებოდა, მაგრამ ქურთები მოგების ნაწილს მიიღებდნენ.
XS
SM
MD
LG