Accessibility links

logo-print

ავღანეთში პოლიციელთა ინსტრუქტორის მკვლელი პოლიციელი ირანის მოქალაქეა


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ პოლიციელი ქალი, რომელმაც ორშაბათს ამერიკელი ინსტრუქტორი მოკლა პოლიციის სასწავლო ცენტრში, ირანის მოქალაქეა. სამინისტროს წარმომადგენლის თანახმად, მკვლელობისთვის დაკავებული ქალი, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისიტროს პოლიციელი, სერჟანტი, ნარგასი, მისი მეუღლის მიერ მოპოვებული ყალბი საბუთების წყალობით გახდა ავღანეთის მოქალაქე დაახლოებით ათი წლის წინ. 33 წლის ნარგასი, ოთხი შვილის დედა, სამინისტროს გენდერული თანასწორობის განყოფილებაში მუშაობდა. ის კვლავ კანონიერად არის ირანის მოქალაქე. ცნობით, დააკავეს მისი ქმარიც.
XS
SM
MD
LG