Accessibility links

ყაზახეთში 27 ადამიანი დაიღუპა საავიაციო კატასტროფაში


გავრცელებული ინფორმაციით 27-ივე მგზავრი დაიღუპა სამხედრო სატრანსპორტო შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ყაზახეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ შუმკენტის მახლობლად. შვეულმფრენი ქვეყნის სასაზღვრო ძალების კუთვნილება იყო. ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტმა დაადასტურა ინფორმაცია ავარიის თაობაზე. ოფიციალური განცხადების თანახმად, ეკიპაჟის 7 წევრი და 20 მგზავრი დაიღუპნენ. დაღუპულთა შორის არის ყაზახეთის სასაზღვრო ჯარების სარდალი, პოლკოვნიკი ტურგანბეკ სტამბეკოვი.
XS
SM
MD
LG