Accessibility links

logo-print

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს დღეს დაასახელებენ


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით , სამეურვეო საბჭომ კანდიდატებზე გუშინ იმსჯელა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდება, რომელიც 20:00 საათზე უნდა დაიწყოს. გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 143 კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, აქედან საბჭოს წევრებთან გასაუბრების შემდეგ მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. სამეურვეო საბჭო არხის გენერალურ დირექტორს ამ 5 კანდიდატიდან შეარჩევს. ესენი არიან: ნათია აბრამია, გიორგი ბარათაშვილი, თინათინ რუხაძე, ნიკოლოზ მახარაშვილი და მეგი თავდუმაძე. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური დაახლოებით 2 კვირის წინ გახდა. გია ჭანტურია საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.
XS
SM
MD
LG