Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISAF ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის გაუჩინარების გარემოებებზე კომენტარს არ აკეთებს


ავღანეთში დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ქაბულში დაუკავშირდა, ISAF-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიცერს, რომელმაც აღნიშნა, რომ ძებნა გრძელდება, თუმცა დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა. მან თქვა, რომ ამ ეტაპზე ISAF-ის წარმომადგენლობა ვერ გააკეთებს კომენტარს იმაზე, თუ რა გარემოებებში გაუჩინარდა ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში. ოფიცერის ინფორმაციით, კომენტარები მას შემდეგ გაკეთდება, რაც ძებნის ოპერაცია დასრულდება.
XS
SM
MD
LG