Accessibility links

logo-print

ეგვიპტის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალი კონსტიტუციის კანონს


ეგვიპტის რეფერენდუმზე მიღებული შედეგების გამოცხადების შემდეგ პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ ხელი მოაწერა ისლამისტების მხარდაჭერით შექმნილი ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შესახებ კანონს. მურსიმ შეაქო ახალი კონსტიტუცია და განაცხადა, რომ ის ქვეყანაში სტაბილურობას მოიტანს. კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ თავის პირველ სატალევიზიო გამოსვლაში მან თქვა, რომ ეგვიპტელებმა დოკუმენტს მხარი დაუჭირეს „სრულიად გამჭვირვალე“ რეფერედუმის დროს. რეფერენდუმის შედეგებით, რომელიც სამშაბათს გამოცხადდა, ამომრჩეველთა 63.8-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი კონსტიტუციის მიღებას. თუმცა, როგორც მიმომხილველები აცხადებენ, რეფერენდუმში მონაწილეობა 52 მილიონიანი ეგვიპტის მხოლოდ ერთმა მესამედმა მიიღო. მიუხედავადა ამისა, ეგვიპტის სენატმა, სადაც ისლამისტები დომინირებენ, 26 დეკემბერს მორსის მიერ შერჩეულ 90 ახალი წევრის უფლებამოსილება სცნო. სენატმა კენჭი უნდა უყაროს დათხოვნილი ქვედა პალატის ვადამდელი არჩევნების სავარაუდოდ თებერვალში ჩატარების დადგენილებას. ოპოზიციის მომხრეები არ ეთანხმებიან ახალ კონსტიტუციას და აცხადებენ, რომ ის არ იძლევა დემოკრატიული თავისუფლების და ქალთა და უმცირესობების უფლებების დაცვის გარანტიას.
XS
SM
MD
LG