Accessibility links

თვითმკვლელმა ტერორისტმა ავღანეთში სამი ადამიანი დახოცა


გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა თალიბი თვითმკვლელი მოიერიშის შედეგად განხორცილებული აფეთქების შედეგად ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ ჰოსტში. ინცინდენტის ადგილი პაკისტანის საზღვართან მდებარეობს. აფეთქება ქალაქში მდებარე აშშ-ის ოპერაციების ხელშემწყობი სამხედრო ბაზის გარეთ მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, მოიერიშე მანქანას მართავდა, თუმცა ვერ შეძლო სამხედრო ბაზის პერიმეტრთან მიახლოვება. ჰოსტის პოლიციის ხელმძღვანელობის ცნობით, აფეთქების შედეგად ბაზაში მომუშავე სამი ავღანელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.
XS
SM
MD
LG