Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლიდან გაიზრდება ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები


ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები ახალი წლიდან გაიზრდება. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ავღანეთში თავდაცვის მინისტრის ამასწინანდელი ვიზიტის შემდეგ. ავალიანის ინფორმაციით, რიგითის ხელფასი 715 ამერიკული დოლარის ნაცვლად 1001 დოლარი იქნება, კაპრალის 780 დოლარის ნაცვლად 1040 დოლარი, უმცროსი სერჟანტები 845 დოლარის ნაცვლად 1079 დოლარს მიიღებენ, ხოლო სერჟანტები 910-ის ნაცვლად 1118 დოლარს. გაიზრდება უფროსი სერჟანტების, ლეიტენანტების, უფროსი ლეიტენანტების, კაპიტნების, მაიორების, ვიცე-პოლკოვნიკების და პოლკოვნიკების სახელფასო ანაზღაურებაც. ვაკო ავალიანის განცხადებით, ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა მხოლოდ ერთხელ, 2011 წელს მიიღეს საშუალოდ 365 ლარის ოდენობის პრემია, მაშინ, როდესაც 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებულ შტაბში პრემიის სახით გაცემული იყო 41164000 ლარი.
XS
SM
MD
LG