Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფას სერბიის საფეხბურთო ფედერაციის უფრო მკაცრად დასჯა სურს


უეფა, ევროპის საფეხბურთო უწყება, აპირებს სერბიისთვის უეფასვე დისციპლინარული კომისიის მიერ დაწესებული დამსჯელი სანქციების გამკაცრება მოითხოვოს. ასეთი სურვილი უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გამოთქვა. უეფას კონტროლისა და დისციპლინარულმა კომისიამ დაუწესა სერბიის საფეხბურთო ფედერაციას ჯარიმა,105 ათასი დოლარის ოდენობით და მომავალი მატჩის ცარიელ სტადიონზე თამაში. ინციდენტი მოხდა სერბია-ინგლისის მატჩზე, როცა სერბმა გულშემატკივრებმა რასისტული შეძახილებით შეურაცხყვეს ინგლისის ნაკრების შავკანიანი ფეხბურთელი. თამაში დასრულდა ორივე გუნდის ფეხბურთელებს და მწვრთნელებს შორის ჩხუბით. სერბიის მწვრთნელთა ჯგუფის ორ წევრს, ასევე ოთხ ფეხბურთელს და ორ ინგლისელ ფეხბურთელს, ოთხ მატჩში აეკრძალათ მონაწილეობა. ინგლისელმა ფეხბურთელებმა გამოაცხადეს, რომ მათ პროვაკაცია მოუწყვეს. ბრიტანეთის მთავრობამ დაგმო სასჯელი.
XS
SM
MD
LG