Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთში სასულიერო ლიდერი მოკლეს


სამართალდამცავთა ცნობით, ჩრდილოეთი ოსეთის მუფტის მოადგილე მოკლეს. ირბეკ დუდაროვს ოთხშაბათს ღამით დაესხნენ თავს. ის საკუთარ მანქანაში, ვლადიკავკაზთან ახლოს იმყოფებოდა. არ არის ცნობილი - ვინ დაესხა თავს დუდაროვს. მიმდინარე წელს რუსეთში მუსლიმ ლიდერზე თავდასხმის ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა. 5 პირი დაღესტანში მოკლეს. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ოთხშაბათს საღამოს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში პოლიციამ მეამბოხეთა ლიდერი და მისი ორი თანამებრძოლი მოკლა.
XS
SM
MD
LG