Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ქვეყანაში დანაშაულის ფაქტები მკვეთრად შემცირდა


საქართველოს შსს ქვეყანაში დანაშაულის ფაქტების მკვეთრად შემცირების შესახებ იუწყება. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გარდამავალ პერიოდში, ანუ ოქტომბერ-ნოემბერში შეინიშნებოდა დანაშაულის მატება, თუმცა ოპერატიული, კომპლექსური და პროფილაქტიკური ზომების შედეგად შესაძლებელი გახდა ვითარების სტაბილიზაცია. შსს დეკემბრის პირველი 3 კვირის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ნოემბერთან შედარებით სამნახევარჯერ შემცირდა განზრახ მკვლელობის ფაქტები და ამასთან, ყველა ჩადენილი მკვლელობა გახსნილია. სამინისტროს ცნობითვე, ნოემბერთან შედარებით 28%-ით იკლო ქურდობის ფაქტებმა და თითქმის განახევრდა ავტონაწილების ქურდობა. ამავე სტატისტიკით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტები გაზრდილია, რის მიზეზადაც შსს ასახელებს მოქალაქეთა მიერ უკანონო ბრუნვაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის ნებაყოფლობით, მასობრივად ჩაბარებას. ოფიციალური ინფორმაციით, ნოემბერში 111 ასეთი ფაქტია აღრიცხული, დეკემბერში კი -144, რასაც შსს ხელისუფლებისადმი მოქალაქეთა მაღალი ნდობით ხსნის.
XS
SM
MD
LG