საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშკარა იყო სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური თავდასხმები. 2012 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს პასუხი ადეკვატური იყო და ყველამ გაიგო, რომ მსგავსი თავდასხმები სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერაფერს დააკლებს. კუბლაშვილის შეფასებით, მოსამართლეებმა პოზიცია პროცესებზე მიღებული გადაწყვეტილებებით გამოხატეს. განსაკუთრებული მადლობა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ გადაუხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებზეც კოტე კუბლაშვილის თქმით, "ყველაზე დიდი დარტყმა წამოვიდა,” თუმცა მათ ობიექტურად მუშაობა განაგრძეს.
ყველაზე პოპულარული
1