Accessibility links

logo-print

ავღანეთში თალიბანის მომხრე პოლიციელმა დახმარება გაუწია პოლიციელების დახოცვის გეგმას


ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, თალიბანის მომხრე პოლიციელმა დახმარება გაუწია თალიბანის მებრძოლების ჯგუფს, რის შედეგადაც მათ შეაღწიეს პოლიციის ერთ-ერთ საგუშაგოზე და დახოცეს სულ მცირე სამი პოლიციელი. თალიბანის ეს თავდასხმა ურუზგანის პროვინციის დედაქალაქ ტარინ კოტში მოხდა. პოლიციის პრეს-მდივნის, ფარიდ აჰმედ აიელის თანახმად, თალიბანის მომხრე პოლიციელმა ექსტრემისტებს მაშინ დაურეკა, როცა სხვა პოლიციელებს ეძინათ და უთხრა რომ შეტევაზე გადასულიყვნენ. თავდასხმის შემდეგ ამავე პოლიციელმა თალიბანის წევრებს შემთხვევის ადგილი დაატოვებინა. ამგვარი, ე.წ. „ინსაიდერული თავდასხმები“ ავღანეთისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს იმ ფონზე, როცა ქაბული 2014 წლის ბოლოსთვის ქვეყნიდან ნატოს ძალების გასვლისთვის ემზადება და ამის გამო უშიშროების სტრუქტურების კონტინგენტს მნიშვნელოვნად ზრდის.
XS
SM
MD
LG