Accessibility links

logo-print

ეგვიპტის ოპოზიცია აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას პრეზიდენტის და კონსტიტუციის წინააღმდეგ


ეგვიპტის მთავარი ოპოზიციური ჯგუფი პირობას დებს, რომ გააგრძელებს საპროტესტო გამოსვლებს პრეზიდენტ მუჰამედ მურსის და ქვეყნის ახალი, ისლამისტების მიერ მხარდაჭერილი კონსტიტუციის წინააღმდეგ. „ეროვნული გადარჩენის ფრონტის“ პრეს-მდივანი, ჰუსეინ აბდელ ღანი აცხადებს, რომ ოპოზიცია კვლავ უერთგულებს მურსის წინააღმდეგ მშვიდობიანი გამოსვლების მოწყობის პოლიტიკას. ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტი ისლამს რეპრესიული სახელმწიფოს შექმნის იარაღად იყენებს. ჰუესინ აბდელ ღანის შეფასებით, გაურკვეველია რამდენად გულწრფელია პრეზიდენტი, როცა ის ეროვნული დიალოგის გამართვის ინიციატივით გამოდის. ოპოზიციური ჯგუფის პრეს-მდივანმა ეგვიპტელებს მოუწოდა ახალი კონსტიტუციის წინააღმდეგ დემონსტრაცია 25 იანვარს გამართონ - მეორე წლისთავზე რევოლუციის, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დამხობა მოიტანა. ოთხშაბათს მურსიმ ოფიციალურად დაამტკიცა კონსტიტუცია - მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ მას ამომრჩევლის 64-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. რეფერენდუმზე ამომრჩევლის აქტივობა დაახლოებით 33 პროცენტი იყო.
XS
SM
MD
LG