Accessibility links

logo-print

პუტინი აცხადებს, რომ აპირებს ხელი მოაწეროს გაშვილების ამკრძალავ კანონს


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ „აპირებს“ ხელი მოაწეროს კანონპროექტს რუსი ბავშვების აშშ-ის მოქალაქეების მიერ შვილად აყვანის აკრძალვის თაობაზე. ხუთშაბათს პუტინმა განაცხადა, რომ ტექსტის საბოლოო ვერსია უნდა შეისწავლოს - თუმცა დასძინა, „ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მოვაწერო ხელიო“. კანონპროექტი რუსეთში შემუშავდა აშშ-ში შემოღებული კანონის პასუხად, რომელიც „მაგნიტსკის აქტის“ სახელით არის ცნობილი. ეს აქტი ითვალისწინებს რუსეთის იმ ოფიციალური პირების დასჯას, რომლებსაც კავშირი ქონდათ მოსკოვის ციხეში 2009 წელს კორუფციასთან მებრძოლი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილთან და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა შემთხვევებთან. შვილად აყვანის აკრძალვის შესახებ კანონპროექტმა დაძაბულობა შეიტანა აშშ-რუსეთის ურთიერთობებში. კანონპროექტს გმობენ უფლებადამცველები - მათი შეფასებით, ეს ინიციატივა რუსეთის ობლებს აქცევს მსხვერპლად. ოთხშაბათს კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი პარლამენტის ზედა პალატამ. უფრო ადრე კი ის ქვედა პალატამ დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG