Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ერთადერთი მინისტრი ქალი


ირანის ტელევიზიის თანახმად, პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თანამდებობიდან მოხსნა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, მარზიე ვაჰიდ დასთჯერდი, ერთადერfი ქალი კაბინეტში. დასთჯენრდის განთავისუფლება მოჰყვა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც ის აკრიტიკებდა ცენტრალურ ბანკს მედიკამენტების იმპორტისთვის ვალუტის გამოყოფის შეწყვეტის გამო. სამინისტროს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ფულის ნაკლებობაა მედიკამენტებისთვის, ცენტრალური ბანკი ვალუტას გამოყოფს ცხოველების საკვებისთვის, ასევე ცხენის უნაგირებისთვის და სხვა საქონლისთვის. აჰმადიეჟადი არ დაეთანხმა სამინისტროს წინადადებებს და გაათავისუფლა მინისტრი ქალი. ირანიcთვის დაწესებული სანქციების გgმო ამ ქვეყანას ვალუტის ნაკლებობა აქვს. სანქციები არ ეხება სამედიცინო პროდუქციას, მაგრამ საბანკო გადარიცხვების შეზღუდვა იწვევს უცხოური ფულის შესვლის შეფერხებას.
XS
SM
MD
LG