Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯეოსტილის" გაფიცულ მუშებს პროფკავშირების თავმჯდომარე შეუერთდება


რუსთავის მეტალურგიული ქარხანა "ჯეოსტილის" გაფიცულ მუშებს დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი შეუერთდება. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" პროფკავშირებიდან აცნობეს, რომ ირაკლი პეტრიაშვილი ქარხნის ადმნისტრაციასთან შეხვედრას გეგმავს. ქარხნის მუშები უკვე მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების მომატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გუშინდელი შეხვედრა მუშებს, პროფკავშირებს და ქარხნის ადმინისტრაციას შორის უშედეგოდ დასრულდა.
XS
SM
MD
LG