Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემეკმა "ენერგო–პრო ჯორჯია" და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დააჯარიმა


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, "ენერგო–პრო ჯორჯია" 5 ათასი ლარით, ხოლო "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" 65 ათასი ლარით დააჯარიმა. სემეკის ცნობით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", კომისიის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ გააუმჯობესა თბილისის წყალმომარაგება, რის გამოც კომისიაში კვლავ შედის მომხმარებელთა საჩივრები თბილისის ცალკეულ უბნებში წყალმომარაგების შეწყვეტის გამო. "ენერგო–პრო ჯორჯიას" დაჯარიმება კი გამოიწვია შპს "მ–ქენის" საჩივარმა. რომელიც აბონენტად დარეგისტრირებას ითხოვდა. მისთვის მოთხოვნილი სიმძლავრის არმიწოდება კომისიამ ლიცენზირების პირობების დარღვევად მიიჩნია.
XS
SM
MD
LG