Accessibility links

logo-print

მოსკოვის სასამართლომ გაათავისუფლა მაგნიტსკის საქმეზე ბრალდებული ექიმი


მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა ციხის ექიმი, რომელიც 2009 წელს ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში კავშირის გამო ედებოდა ბრალი. დიმიტრი კრატოვი ერთადერთი ბრალდებული იყო, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო ადვოკატის დაღუპვის გამო. სასამართლოს პარასკევის დადგენილება ეყრდნობა პროკურორ დმიტრი ბოკოვის დასკვნას, რომლის თანახმად გამოძიებამ ვერ მოიპოვა მტკიცებულება კრატოვის ბრალეულობაზე და იმაზე, რომ მაგნიტკსის სიკვდილი არასათანადო სამედიცინო დახმარებამ გამოიწვია. სერგეი მაგნიტსკი ჰეპატიტით, დიაბეტითა და გულის უკმარისობით იყო დაავადებულები. ოჯახის ახლობლებმა და მეგობრებმა მოსკოვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდეს. 2011 წელს რუსეთის პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა საბჭომ დაადასტურეს, რომ სერგეი მაგნიტსკი ციხეში ცემეს და უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურებაზე.
XS
SM
MD
LG