Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვის მხოლოდ მცირე ნაწილი დაექვემდებარება


საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კონტროლს მხოლოდ მისი პირადი და მისი ოჯახის წევრების დაცვის ქვედანაყოფი დაექვემდებარება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ასეთია შეთანხმება, რომელიც მმართველმა გუნდმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიაღწია. დავით უსუფაშვილის თქმით, დაცვის სპეციალური სამსახურის ყველა სხვა დანარჩენი ქვედანაყოფი პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენიდან ისევ მეორე მოსმენაზე დაბრუნდა და ამ დაბრუნების მოტივაცია სწორედ ზემოთ აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება გახდა.
XS
SM
MD
LG