Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

800-მა ახალწვეულმა საზეიმო ფიცი დადო


სენაკში განლაგებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 800-მა ახალწვეულმა ჯარისკაცმა საზეიმო ფიცი დადო. წვევამდელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიულოცა და სიტყვით მიმართა. „მე დარწმუნებული ვარ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, ბევრ თქვენგანს ექნება სურვილი სამხედრო კარიერა ჩვენს შეიარაღებულ ძალებში განაგრძოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენთვის სამშობლო უპირველესია", - განაცხადა ალასანიამ. ფიცის დადებამდე სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო მომზადების საწყისი კურსი გაიარეს. მათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. კურსის განმავლობაში, მომავალმა სამხედროებმა საერთო საჯარისო წესდება, ფიზიკური, სამწყობრო და საცეცხლე მომზადება გაიარეს.
XS
SM
MD
LG