Accessibility links

logo-print

დევნელებისთვის გამოყოფილი ინვენტარი არალეგალურ საწყობებში აღმოჩნდა


იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 5 არალეგალური საწყობი აღმოაჩინა. ამის შესახებ მინისტრმა დავით დარახველიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო ინვენტარი და პროდუქტი 2008-2009 წლებშია შეძენილი, რის გამოც ეს უკანასკნელი უკვე გამოუსადეგარია. დარახველიძის განმარტებით, არალეგალური საწყობები უწყებაში ჩატარებული აუდიტის ფარგლებში აღმოაჩინეს, რაც ბადებს ეჭვს, რომ ადგილი აქვს დევნილთა საჭიროებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი, მატერიალური სახსრების გაფლანგვა-განიავებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და პროდუქტების დაზიანებას, რამაც მატერიალური ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, მორალური კი - დევნილებს.
XS
SM
MD
LG