Accessibility links

logo-print

მიხეილ მაჭავარიანი: ჩვენი მიზანი არ არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება


პრეზიდენტისა და მისი გუნდის მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ არის - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა. მისი თქმით, 2013 წელი ისედაც საარჩევნო წელია და პოლიტიკური ძალები არა ვადამდელი საპარლამენტო, არამედ ახალი პრეზიდენტის ასარჩევად უნდა მოემზადონ. რაც შეეხება მმართველი გუნდის საკონსტიტუციო წინადადებას, მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ უმცირესობის ლიდერსა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის მიმდინარეობს კონსულტაციები, რაც საკმაოდ დადებითი პროცესია. "საჭიროა კონსენსუსი, რათა ქვეყანა არ იყოს დაძაბულობის რეჟიმში და პოლიტიკური ძალები რეალურად დაკავდნენ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
XS
SM
MD
LG