Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია


საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონს კენჭი უყარეს კანონის პრეზიდენტისეული ვარიანტის ჩაგდების შემდეგ. ვეტოს დაძლევას მიემხრო 91 დეპუტატი, წინააღმდეგი იყო 24. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, 28 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება ვეტოს დაძლევის თაობაზე ისევ უნდა მიეწოდოს პრეზიდენტს და მან კანონზე ხელი შვიდი დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს. თუ ის უარს იტყვის, მაშინ კანონზე ხელის მოწერა შეუძლია პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც, მისივე თქმით, ამის გაკეთებას აპირებს.
XS
SM
MD
LG