Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ "ღრმა სინანულს" გამოთქვამს პუტინის მიერ სადავო კანონზე ხელმოწერის გამო


აშშ „ღრმა სინანულს“ გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს შეერთებული შტატების მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილებას. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, პატრიკ ვენტრელმა ამ ზომას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა. ახალ კანონს, რომელიც რუსეთში 1 იანვრიდან ამოქმედდება, მკაცრად აკრიტიკებენ შეერთებულ შტატებში, რუსეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოქმედი, გაშვილების საკითხებზე სპეციალიზებული ორგანიზაციებიც. აღნიშნული კანონპროექტი შემუშავდა აშშ-ის კანონმდებლების მიერ მიღებული „მაგნიტსკის აქტის“ საპასუხოდ. რუსეთის ხელისუფლება უკიდურესად გააღიზიანა საკანონმდებლო აქტმა, რომელიც სავიზო და ქონებრივ აკრძალვებს უწესებს რუს მოხელეებს, ვისი სახელიც უკავშირდება რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის ციხეში გარდაცვალებას.
XS
SM
MD
LG