Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი მკაცრად აკრიტიკებს პარლამენტის გადაწყვეტილებას


საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პარლამენტში 28 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება - ამნისტიის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა - "სამარცხვინო ფურცლად" ჩაიწერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. განცხადებით, რომელიც ასეთ შეფასებას შეიცავს, პრეზიდენტი პარასკევსვე, საღამოს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. სააკაშვილი განმარტავს, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით მან წინა დღეს (ხუთშაბათს) ვეტო გამოიყენა, რათა ქვეყნისათვის თავიდან აეცილებინა კანონის ყველაზე უარყოფითი ასპექტები.
XS
SM
MD
LG