Accessibility links

logo-print

ზურაბ ადეიშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს


მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა. მთავარი პროკურატურის 28 დეკემბრის განცხადებაშია ნათქვამია, რომ ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორგანიზება. რაც გამოიხატა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. „მანვე ჩაიდინა პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, რაც გამოიხატა პატიმრების დამცირების, იძულების, მათი არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებულის მიმართ და შეკვეთით,“-ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG