Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამხედრო ძალებს 7400 ახალწვეული შეემატა


სამხედრო გაწვევაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით საშემოდგომო გაწვევა განსაკუთრებული წარმატებით განხორციელდა და ვადაზე ერთი კვირით ადრე დასრულდა. სამინისტროს ცნობით, 2012 წლის საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა 7400 წვევამდელი, რითაც მთლიანად დაკომპლექტდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები. 2012 წლის მანძილზე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში სულ 13 000-მდე წვევამდელი იყო გაწვეული.
XS
SM
MD
LG