Accessibility links

რუსეთი სირიის კონფლიქტის მოლაპარკების გზით მოგვარების შანსებზე საუბროს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ კვლავაც არსებობს შანსი სირიის კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისა. აღნიშნული განცხადება სერგეი ლავროვმა შაბათს გაეროსა და არაბთა ლიგის შუამავალ ლახდარ ბრაჰიმისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ლავროვი გამოვიდა მოწოდებით, რათა სირიაში განაახლოს მუშაობა გაეროს სადამკვირვებლო მისიამ. მანვე ჩიხური უწოდა სირიის ოპოზიციური კოალიციის უარს, გამართოს მოლაპარაკებები პრეზიდენტთან ბაშარ ასადთან. „მე დღეს ამ მიკროფონიდან მოვუწოდებდი სირიის ოპოზიციას, რომ დროებით გადადოს გვერდზე მისი ეს გამაერთიანებელი ფაქტორი - ბაშარ ალ ასადის გადადგომის თაობაზე და ჩამოაყალიბოს კონსტრუქციული დღის წესრიგი, ქაღალდზე წარმოადგინოს ის ხედვა, რომელიც ოპოზიციას სირიის მომავლისთვის აქვს“, - განაცხადა ლავროვმა. საერთაშორისო შუამავალმა ლახდარ ბრაჰიმიმ კი განაცხადა, რომ სირიაში ორი ალტერნატივა არსებობს ან პოლიტიკური პროცესი, ანდა "ჯოჯოხეთი". მოსკოვში ვიზიტის დროს ბრაჰიმი მოელოდა რუსეთის მხარდაჭერას მის იმ წინადადებაზე, რომელიც მიზნად ისახავს სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას, როგორც კონფლიქტის დასრულებისაკენ მიმართულ ნაბიჯს.
XS
SM
MD
LG