Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ქალიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულებს სასიკვდილო განაჩენი ემუქრებათ


ინდოეთის პოლიციამ მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენა ექვს თავდამსხმელს, რომლებმაც 16 დეკემბერს სცემეს, იარაღის მუქარით გააუპატიურეს და ავტობუსიდან გადააგდეს 23 წლის ახალგაზრდა ქალი. სასამართლოს მიერ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავდამსხმელებს სასიკვდილო განაჩენი ელოდებათ. თავდასხმის მსხვერპლი, ღარიბი ოჯახიდან გამოსული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გოგო, მიყენებული დაზიანებების გამო პარასკევს სინგაპურის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის მკვლელობამ მთელი ინდოეთის მასშტაბით გამოიწვია საპროტესტო გამოსვლები, რაც ზოგიერთ ნაწილში ძალადობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
XS
SM
MD
LG