Accessibility links

logo-print

ავტობუსის აფეთქებას კარაჩიში ოთხი კაცი ემსხვერპლა


პაკისტანის ხელისუფლების ინფორმაციით შაბათს ავტობუსის აფეთქებას სულ მცირე 4 კაცი ემსხვერპლა. ინცინდენტის ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ კარაჩიში მოხდა. ექიმების ცნობით 8 დაჭრილი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. პოლიციას ჯერ არ დაუდგენია, თუ რამ გამოიწვია ინცინდენტი - თხევადი ბუნებრივი აირის ბალონის აფეთქებამ, თუ დამონტაჟებულმა ბომბმა. პაკისტანის კომერციულ დედაქალაქ კარაჩიში ბოლო 10 წლის განმავლობაში ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა რამდენიმე ტერორისტული აქტი განახორციელეს.
XS
SM
MD
LG