Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი ოფიციალური პირები: ქართველი ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ქართველი ჯარისკაცი გიორგი კიკაძე, რომელიც გუშინ გარდაცვლილი იპოვეს ჰელმანდის პროვინციაში მდებარე მუსა ყალის რაიონში, ტყვიებით იყო დაცხრილული და ცარიელ შენობაში დატოვებული. გიორგი კიკაძე 19 დეკემბრიდან დაკარგულად ითვლებოდა. განცხადება, რომ ის გარდაცვლილი იპოვეს, შაბათს გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია. ავღანეთში საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ამჟამად 1500-ზე მეტი ჯარისკაცისაგან შედგება. მრავალეროვან მისიაში 2009 წლის ნოემბერში ჩართვის შემდეგ, დაღუპულია 19 და დაჭრილია 30-ზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კიკაძის ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG