Accessibility links

თალიბებმა მოკლეს 21 პაკისტანელი ჯარისკაცი


პაკისტანში იპოვეს განვლილ კვირაში მოტაცებული 21 ჯარისკაცის გვამები. პაკისტანის მთავრობის წარმომადგენლის, ნავიდ აკბარის განცხადებით, ჯარისკაცების ტყვიებით დაცხრილული გვამები დასახლებებისაგან მოშორებით აღმოაჩინეს. ექსტრემისტებმა სულ 23 ჯარისკაცი დაატყვევეს 27 დეკემბერს ქალაქ ფეშავართან, ორ სამხედრო პოსტზე თავდასხმებისას. მოტაცებული ჯარისკაცებიდან ერთმა გაქცევა შეძლო, ერთი კი დაჭრილია. ოფიციალური პირის ცნობით, თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე და ჯარისკაცების მოტაცებაზე.
XS
SM
MD
LG