Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი საჭიროდ მიიჩნევს პოლიციის მუშაობის გააქტიურებას


საქართველოს პრეზიდენტი საჭიროდ მიიჩნევს პოლიციაში საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ განაცხადა მარნეულის რაიონში, სოფელ ჯანდარაში ორი დღის წინ დაყაჩაღებული ოჯახის მონახულებისას. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით, სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოში ამნისტიასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. "ახლა ეს ბანდიტები გამოვლენ. ბევრი მათგანი ციხეში შევიდა "ჟიგულებიან" საქართველოში და გამოდის "მერსედესებიან" საქართველოში, სადაც ხალხმა დააგროვა დოვლათი, სადაც ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა“, განაცხადა პრეზიდენტმა, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს პატრულის მუშაობის გააქტიურებას. „საყოველთაო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს მთელს საქართველოში ამ კუთხით, რადგან რამდენიმე ათასი საშიში დამნაშავე გადის გარეთ", განაცხადა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG