Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ხუთამდე გაიზარდა თვითმფრინავის ავარიის მსხვერპლთა რიცხვი


რუსეთში ხუთამდე გაიზარდა მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავის ავარიის შედეგად დაღუპულების რიცხვი. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გარდაიცვალა ბორტგამცილებელი ქალი, რომელმაც მძიმე ჭრილობები მიიღო შაბათს მომხდარი ავარიის დროს. საავადმყოფოში რჩება კიდევ სამი დაშავებული. როგორც იუწყებიან, ავარია შესაძლოა, გამოიწვია უხარისხო მუხრუჭებმა - თვითმფრინავმა ვერ შეძლო დასაფრენ ბილიკზე სიჩქარის შემცირება და აეროპორტის ღობეს დაეჯახა, რის შემდეგაც დაიმსხვრა და ცეცხლში გაეხვია. თვითმფრინავში, რომელიც 200-ზე მეტ მგზავრს იტევს, მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG