Accessibility links

პაკისტანში ძალადობას 40 ადამიანი შეეწირა


პაკისტანში, სულ ცოტა, 19 შიიტი მომლოცველი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც მოხდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მოკლული იპოვეს 21 პაკისტანელი ჯარისკაცი. აფეთქება მოეწყო სამხრეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში - როგორც იუწყებიან, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ავტობუსებთან, რომლებითაც შიიტები სალოცავად მიემგზავრებოდნენ ირანში. რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს კი ადგილობრივმა ოფიციალური პირმა აუწყა, რომ აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. შიიტები პაკისტანში უმცირესობაში არიან და ხშირად ხდებიან რადიკალი სუნიტების ჯგუფების ძალადობის მსხვერპლი. ბელუჯისტანში აფეთქებას წინ უძღოდა იფორმაცია, რომ ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მოკლული იპოვეს 21 ჯარისკაცი, რომლებიც მოტაცებული ჰყავდათ, სავარაუდოდ, პაკისტანელ თალიბ ექსტრემისტებს.
XS
SM
MD
LG