Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა შეიწირა, სულ ცოტა, 10 ადამიანი


ერაყში აფეთქებების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 10 და დაიჭრა ათობით ადამიანი. ბაღდადის სამხრეთით მდებარე მუსაიაბში ერთი ოჯახის შვიდი წევრი შეიწირა მათ სახლებთან მოწყობილმა აფეთქებებმა. ოფიციალურ პირებს თავდასხმის შესაძლო მიზეზად მიაჩნიათ ის გარემოება, რომ მოკლულები შიიტი მუსლიმები იყვნენ. აფეთქებები მოეწყო ასევე ბაღდადის სამხრეთით მდებარე ჰილაში და ჩრდილოეთში მდებარე ქირქუქში. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG