Accessibility links

დღეს 15 პატიმარი გათავისუფლდება


სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს 15 პატიმარი დატოვებს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, 15 პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილება პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოებმა მიიღეს. ვადამდე გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა შორის არიან პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული ჯონი ბაბილოძე და 5 ხანდაზმული პატიმარი ქალი.
XS
SM
MD
LG