Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი სეთურიძე: 20 ქართული კომპანია ემზადება რუსეთში ექსპორტის დასაწყებად


რუსეთში პროდუქციის ექსპორტის დასაწყებად 20 ქართული კომპანია ემზადება - ამის შესახებ საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა ორგანიზაციის მიერ თბილისში 31 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე. სეთურიძის განმარტებით, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლის დასაბრუნებლად ტექნიკური სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და ამ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება და სახელმწიფოთა შეთანხმება. გიორგი სეთურიძის განცხადებით, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების კონკრეტული დრო ორი ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენელთა შესაბამისი კონტაქტების შედეგად გაირკვევა.
XS
SM
MD
LG