Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი საავადმყოფოში მოათავსეს თრომბის აღმოჩენის შემდეგ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლონტონი საავადმყოფოში მოათავსეს თრომბის აღმოჩენის შემდეგ. კლინტონის პრეს-მდივნის, ფილიპ რეინსის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი ორი დღე დარჩება საავამდყოფოში და ექიმები გადაწყვეტენ, საჭირო იქნება თუ არა მკურნალობის გაგრძელება. მიმდინარე თვეში კლინტონმა გონება დაკარგა და ტვინის შერყევა მიიღო. 65 წლის კლინტონს ბოლო წლებში უაღრესად დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა. სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის პერიოდში ის ყველა წინამორბედზე მეტ, 112 ქვეყანას ეწვია.
XS
SM
MD
LG