Accessibility links

logo-print

ივანიშვილი: 2012 წელი „ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს“ საქართველოს ისტორიაში


ახალი წლის დადგომამდე 20-ოდე წუთით ადრე, საქართველოს მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა. მან თანამემამულეებს ახალი წელი მიულოცა, ხოლო განვლილ წელზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს იყო „ემოციებით, მოვლენებითა და ვნებათაღელვით“ სავსე წელი, რომელიც „თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს“ საქართველოს ისტორიაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, „მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერი შეიძლება, დიდხანს ითმენდეს უსამართლობას, შიშს, ძალადობას, მაგრამ დგება დრო და ყველაფერს თავის საკადრის პასუხს აძლევს“. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა თანამემამულეებს არჩევნებში მხარდაჭერისათვის. „საქართველომ გაიმარჯვა. გამარჯვების შემდეგ კი ყოველი ჩვენთაგანის ვალია, ღირსეულად მოვექცეთ მათ, ვინც ნებით, თუ უნებლიეთ ემსახურებოდა სიცრუესა და ძალადობას“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, მიზანია საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება. ივანიშვილმა გამოთქვა აგრეთვე რწმენა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი.
XS
SM
MD
LG