Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი მთავრობას სთავაზობს თანამშრომლობის ხუთპუნქტიან გეგმას


ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტელევიზიით გადაიცა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საახალწლო მიმართვა. პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს წინა მთავრობის დაკნინება და ყველა წარმატების ტყუილად გამოცხადება. „მოდით, გავერთიანდეთ, რათა არ დავუშვათ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის შერყევა და არ შევაფერხოთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში“, განაცხადა პრეზიდენტმა. მან მთავრობას შესთავაზა მომავალი წლისთვის ხუთპუნქტიან გეგმაზე შეთანხმება. გეგმა ითვალისწინებს პოლიტიკური ოპონენტების უარს სიძულვილის ენის გამოყენებასა და საზოგადოების გახლეჩაზე, პოლიტიკური ოპონენტების დაკავების შეწყვეტას, მოქმედი და წინა ხელისუფლების ძალისხმევის გაერთიანებას და დასავლეთთან ერთობლივ დიალოგს, თვითმმართველობაზე შეტევისათვის ბოლოს მოღებასა და საქართველოს ეკონომიკის მიმართ ბიზნესმენების ნდობის დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG