Accessibility links

logo-print

ობამმა წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაამტკიცოს რესპუბლიკელებთან შეთანხმებული კანონპროექტი


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა წარმომადგენელთა პალატას, “დაუყოვნებლივ“ დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების ზრდას და რომელიც საშუალებს იძლევა თავიდან იქნეს აცილებული, ეგრეთწოდებული, „ფისკალური უფსკრული“. სენატში თეთრმა სახლმა და რესპუბლიკურმა პარტიამ მიაღწიეს, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე პირველი იანვრის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა ავტომატურად უნდა ამოქმედებულიყო საგადასახადო შეღავათები და ძალაში შესულიყო სახელმწფო ხარჯების შეკვეცის ზომები. კანონმდებლობა სენატმა უკვე დაამტკიცა.
XS
SM
MD
LG