Accessibility links

logo-print

პაკისტანში შვიდი ადამიანი დახოცეს უცნობმა პირებმა


პაკისტანში, დაუდგენელმა პირებმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები, ექვსი პაკისტანელი ქალი და ერთი კაცი - ექიმი დახოცეს. შემთხვევა მოხდა ხიბერში, პახტუნხვაში, სვაბის ოლქში. როცა ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციის, „უჯალას,„ – „სინათლის“ თანამშრომლები სამსახურიდან შინ ბრუნდებოდნენ, მათ მანქანას გაუხსნეს ცეცხლი. მძიმედ არის დაჭრილი მძღოლი. მკვლელობის მოტივი უცნობია.
XS
SM
MD
LG