Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩავესის სიძის თქმით, ვენესუელის პრეზიდენტი სტაბილურადაა


ვენესუელის პრეზიდენტის, უგო ჩავესის სიძის თქმით, ვენესუელის პრეზიდენტი სტაბილურ მდგომარეობაშია. ორშაბათს გაავრცელა ეს ცნობა ჰორხე არეასამ, ჩავესის შვილის, როსა ვირხინიას ქმარმა, რომ ჩავესი კუბაში, საავადმყოფოში თავს სტაბილურად გრძნობს, და რომ მან, ორშაბათს, თავის ქალიშვილთან ერთად გაატარა მშვიდი დღე. ვენსუელის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ კვირას განაცხადა, რომ ჩავესს, რომლსაც კიბო აქვს, გაურთულდა 11 დეკემბრის ოპერაცია, რომელიც რიგით მეოთხეა ბოლო წელიწადნახევარში. ჩავესი საჯაროდ აღარ გამოჩენილა კუბაში სამკურნალოდ წასვლის შემდეგ. შიშობენ, რომ ის ვერ შეძლებს დაესწროს თავის ინაუგურაციას იანვრის ბოლოს, როცა ის მესამე ვადით შეუდგება ქვეყნის მართვას. რისი კიბო სჭირს ჩავესს, ოფიციალურად არ აცხადებენ.
XS
SM
MD
LG