Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ექიმები: კლინტონი სრულიად გამოჯანმრთელდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კოლინტონის მკურნალი ექიმები, ნიუ იორკის საავადმყოფოში, აცხადებენ, რომ მათი მოლოდინით, კლინტონი სრულად გამოჯანმრთელდება. კლინტონი კვირას მიყვანეს საავადმყოფოში მას მერე, რაც მას თრომბი აღმოუჩენეს. თრომბის გაჩენის მიზეზი იყო, მიმდინარე თვეში მისი დაცემა, რასაც ტვინის შერყევა მოჰყვა. ექიმების თქმით, თრომბი მას თავის არეში აქვს, მარჯვენა თვალის უკან. ექიმების განმარტებით, კლინტონს სისხლის ჩაქცევა არ ჰქონია და ნევროლოგიური დაზიანებაც არ მიუღია., სახელმწიფო მდივანი კარგ განწყობაზეა. თრომბის გაქრობის შემდეგ კლინტონს შინ გაწერენ. 65 წლის კლინტონს ბოლო წლებში უაღრესად დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა. სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის პერიოდში ის ყველა წინამორბედზე მეტ, 112 ქვეყანას ეწვია.
XS
SM
MD
LG