Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი რვიანის თავმჯდომარეობა ბრიტანეთმა ჩაიბარა


ახალი წლიდან „დიდ რვიანის“ თავმჯდომარეობა ბრიტანეთმა ჩაიბარა. „დიდი რვიანი“ , რომელშიც ბრიტანეთთან ერთად აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, კანადა და რუსეთი შედიან, სამრეწველო თვალსაზრისით უდიდეს ქვეყნებს აერთიანებს. ბრიტანეთის პრემიერის, დევიდ კემერონის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში, მისი ქვეყანა შეეცდება იბრძოლოს, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების, საგადასახადო ოაზისების გაუქმების, ასევე მთავრობათა მოქმედების მეტი გამჭვირვალობისთვის. სირიის კრიზისი ასევე მთავარი თემა იქნება ამ წელიწადში „დიდი რვიანისთვის“. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია ივნისში, ჩრდილოეთ ირლანდიაში. „დიდ რვიანში“ გაერთიანებულ ქვეყნებში მსოფლიოს მოსახლეობის 15 პროცენტი ცხოვრობს, მათ ხელშია მსოფლიოს მრეწველობის მესამედი. მასში ისეთი მზარდი ქვეყნები, როგორიც არიან ჩინეთი და ინდოეთი, არ შედიან.
XS
SM
MD
LG