Accessibility links

ანკარა მოლაპარაკებას აწარმოებს ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერთან


თურქეთის მედიის თანახმად, ანკარა მოლაპარაკებას აწარმოებს ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერთან, ამ უკანონო ორგანიზაციის გაიარაღების გარშემო. თურქმა ოფიციალურმაი პირმა არ დააზუსტა, თუ რაზე მოილაპარაკეს საპატიმროში მყოფ აბდულა ოჯალანთან, პარტიის ლიდერთან, რომელიც სამუდამო სასჯელს იხდის. პრემიერის მრჩეველმა, იალჯინ აკდოანმა მედიას განუცხადა, რომ მხოლოდ სამხედრო გზით კონფლიქტი ვერ მოგვარდება. ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელიც ტერორისტულ ჯგუფადაა მიჩნეული, თურქეთში და აშშ-ში, 1984 წლიდან იბრძვის, თურქეთის მთავრობის კონფლიქტში ჯართან 45 ათასი ადამიანი დაიხოცა. ოჯალანს ტერორიზმისთვის სიკვდილი მიუსაჯეს, შემდეგ განაჩენი შეუცვალეს სამუდამო პატიმრობით.
XS
SM
MD
LG