Accessibility links

ირანი ჰომრუზის სრუტეში მანევრებს მართავს


ირანის ოფიციალური პირების თანახმად, ამ ქვეყანას მოუხდა გაეფრთხილებინა უცხოეთის ათეულობით თვითმფრინავი და სამხედრო გემი, რომლებიც მიუახლოვდნენ ჰორმუზის სრუტეში იმ არეალს, სადაც თეირანი სამხედრო მანევრებს მართავს. სააგენტო მეჰრის თანხმად, ადმირალმა ამირ რათსგარიმ განაცხადა, რომ 30-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ადმირალმა უცხოეთის ძალები დაადანაშაულა, რომ ისინი ირანის ფლოტის და არმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ. ხუთდღიანი მანევრები დასრულდება ოთხშაბათს. ადრე ირანმა მუქარა გამოთქვა, რომ თუ ამ ქვეყანას თავს დაესხმებიან, ის გადაკეტავს ამ სრუტეს, მსოფლიო სანავთობო-სატრანსპორტო მნიშვნელოვან დერეფანს. ირანმა, ბოლო ხანს, მას მერე, რაც მსოფლიოში შეშფოთებაა მისი შესაძლო სამხედრო-ბირთული ამბიციების გამო, გაახშირა მანევრების გამართვა სრუტეში.
XS
SM
MD
LG